თურქეთში, ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს, პატიმრობა მიესაჯა

რიზეში ყაჩაღობის ფაქტზე სამი ქართველი გიორგი მაშია და მერაბ ფიფია და უკრაინის მოქალაქე ვალერი გვასალია დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების დეპარტამენტის რიზეს სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქის ერთ-ერთ უბანში ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი მიკროავტობუსი გააჩერეს.

ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა მიკროავტობუსიდან 28 600 აშშ დოლარი, 1000 ევრო, 1800 თურქული ლირა და 4 მობილური ტელეფონი ამოიღეს.

აღნიშნული საქმე ქალაქ სამსუნის სასამართლოს გადეცა განსახილველად. სადაც, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მერაბ ფიფია სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, ხოლო გიორგი მაშიას და ვალერი გვასალიას პატიმრობა მიესაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები