საკრებულოს წევრებმა დღის ცენტრების აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, წარმომადგენლობითი ორგანოს  წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მიერ საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

აქციის ფარგლებში,  საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებმა   დღის ცენტრების-  ა(ა)იპ ,,ახალი ნაბიჯები“ და “ბეღურები’’ ბენეფიციარებს  დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და მათ  საკვები პროდუქტები, ტკბილეული, სათამაშოები, წიგნები, ტანსაცმელი და საახალწლო ნობათი გადასცეს.

თავის მხრივ, დღის ცენტრების აღსაზრდელებმა სტუმრებს სპექტაკლი წარმოუდგინეს.  ბავშვებმა დღესვე საახალწლო კონცერტიც გამართეს.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარეის გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, ამავე კომისიის ინიციატივით ორი ცენტრი შეირჩა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს  საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მსგავს აქციებს ერთჯერადი სახე არ ექნება და მომავალშიც გაგრძელდება. აქციის ფარგლებში საახალწლო საჩუქრები დღეს სულ 143 ბენეფიციარს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები