გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე 6 გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა შემუშავდა

ეკონომიკის სამინისტროს შპს “მთის კურორტების განვითარების სააგენტოს“ ინიცირებით, კომპანია “თავისუფალი არქიტექტორების“ მიერ გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე 6 გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამუშავდა. 28 დეკემბერს “მთის კურორტების განვითარების სააგენტოს“ ოფისში  2 გეგმარებითი არეალის საჯარო განხილვა გაიმართა, სადაც  ავტორთა ჯგუფმა  პრეზენტაციის სახით მათ მიერ შესრულებული  სამუშაოების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა.

განხილვაში მონაწილეობდნენ აღნიშნულ არეალებზე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, დაინტერესებული პირები და საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები – სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნინო გვენცაძე და დეპარტამენტის ექსპერტი/კონსულტანტი კახა ნიაური.

გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე 6 გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმები საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის  №488 განკარგულების საფუძველზე შემუშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები