მოთოვს თუ არა ახალი წლის ღამეს საქართველოში – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 დეკემბერს ღამის საათებში საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში – თოვლი. 1 იანვრის დილიდან გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +12, +17 °C ფარგლებში იქნება.

1 იანვარს დღის საათებში ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 5 – 7 გრადუსით დაიკლებს. დღის მეორე ნახევრიდან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. 1 იანვარს თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. დღის მეორე ნახევრიდან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
ეროვნული სააგენტოს ცნობით, ყველაზე თბილი 1 იანვარი თბილისში 1958 წელს (+15,5 °C) ხოლო ყველაზე ცივი 1898 წელს (-12,2 °C) აღინიშნა.
ყველაზე დაბალი ტემპერატურა 1 იანვარს საქართველოში 1949 წელს ახალციხეში (- 19.9 ° C) ხოლო მაღალი ტემპერატურა ბათუმში 1960 წელს +23.6 °C აღინიშნა.

გარემოს ეროვნული სააგენტო გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ თქვენთვის სასურველ ამინდს შინ და გარეთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები