სასამართლომ ზვიად რატიანი სამართალდამრღვევად სცნო და 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ პოეტი ზვიად რატიანი, საპოლიციო კონტროლის ფარგლებში, სამართალდამცველებმა დააკავეს. ის სამართალდამცველებს ზეწოლაში ადანაშაულებს. რატიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
საქართველოს პროკურატურამ პოლიციელთა მხრიდან, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები