თბილისში წინასაახალწლო ღონისძიებები გრძელდება

თბილისის სხვადასხვა რაიონში წინასაახალწლო ღონისძიებები გრძელდება. კონცერტები ამჯერად, ვაკისა და ჩუღურეთის რაიონებში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა მიიღეს.
წინასაახალწლო ღონისძიებებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ჩუღურეთისა და ვაკის რაიონების გამგებლები ზურაბ ჩიკვილაძე და ნოდარ ტურძელაძე დაესწრნენ.
ვაკის პარკში საახალწლო ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ზეიმი საბავშვო კონცერტით დაიწყო. პატარებისთვის ასევე, სხვადასხვა წარმოდგენები გაიმართა.
„წელს გადავწყვიტეთ, ვაკის პარკში, განსხვავებული და ორიგინალური ღონისძიება ჩაგვეტარებინა. ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდაპირველად, წარმოდგენილი იყო საბავშვო პროგრამა, შემდეგ კი, სცენა ყველასთვის საყვარელ მომღერლებს დაეთმო. მინდა, დამდეგი შობა-ახალი წელი ჩვენს ყველა მოქალაქეს მივულოცო“, – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.
ჩუღურეთის რაიონში კი, ღონისძიების ფარგლებში, 14 სკოლის 14 მოსწავლეს სიგელები გადაეცათ. ისინი დირექტორების მიერ მაღალი აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით შეირჩნენ.
„ვზეიმობთ. წინასაახალწლოდ განწყობას ვიქმნით ჩვენს პატარებთან და მოზარდებთან ერთად. ახალ წელს ყველა ერთად, ასე ლამაზად ვხვდებით. ჩვენს ქალაქს ვულოცავთ დამდეგ ახალ წელს“, – განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები