საახალწლო დღეებში რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება

საახალწლო დღეებში რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.
რუსთავის მერიის ცნობით, 31 დეკემბერს მუნიციპალური ავტობუსები, ქალაქში საახალწლო კონცერტის დასრულებამდე გვიან ღამემდე იმოძრავებენ, პირველ და 2 იანვარს კი, მგზავრებს უფასოდ გადაიყვანენ.

ამასთან, ახალი წლის ღამეს 20:00 საათის ნაცვლად, ყვითელი ავტობუსების მძღოლები 23:00 საათამდე იმუშავებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები