დათო ტურაშვილი ღონისძიების მსვლელობისას შეუძლოდ გახდა

მწერალი დათო ტურაშვილი, შეხვედრაზე, სადაც კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მწერლებს, გამომცემლებსა და მთარგმნელებს ხვდება, შეუძლოდ გახდა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მწერალი სიტყვით უნდა გამოსულიყო, თუმცა, მოულოდნელად ცუდად გახდა და სიტყვის თქმა ვეღარ შეძლო. ექიმებმა მწერალს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. ამ ეტაპზე დავით ტურაშვილი თავს უკეთესად გრძნობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები