„საგინაძის დაკავება თურქმა სამართალდამცავებმა ქართველი კოლეგების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განახორციელეს“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს ინფორმაციას, რომ 26 დეკემბერს ტრაპიზონში დაკავებული საქართველოს მოქალაქე ნამდვილად გოჩა საგინაძეა.
როგორც „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო გიორგობიანმა განუცხადა, საგინაძის დაკავება თურქმა სამართალდამცავებმა ქართველი კოლეგების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განახორციელეს.
სუს-ში განმარტავენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე სახლიდან ამოღებული აჰმედ ჩატაევის მობილური ტელეფონიდან მოიპოვა.
“დიახ, არსებული საერთაშორისო თანამშრომლობისა და აჰმედ ჩატაევის საქმის გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თურქმა სამართალდამცავებმა 26 დეკემბერს ტრაპიზონის პროვინციაში საქართველოს მოქალაქე გოჩა საგინაძე დააკავეს. დაკავებული ტერორიზმთან კავშირშია მხილებული. თურქმა სამართალდამცავებმა ბრალდებულის კუთვნილი ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებული მასალები ამოიღეს. თურქი სამართალდამცავებისთვის გადაცემული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული იქნა აჰმედ ჩატაევის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან, რომელიც თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს თურქ კოლეგებთან, ისევე, როგორც სხვა პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან,” – განუცხადა „კვირას“ ნინო გიორგობიანმა.
არსებული ინფორმაცით, ტრაპიზონში, გოჩა საგინაძესთან ერთად, დაკავებულია მისი მეუღლე მარიამ ვაშაყმაძეც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები