ბექა ოდიშარია: ტერაქტები დაგეგმვის ეტაპზე იქნა აღკვეთილი

“ახალი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომპლექსური გამოძიების შედეგად გაასაჯაროვა, უკვე გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ტერორისტული აქტები დაგეგმვის ეტაპზე იქნა აღკვეთილი“, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ოდიშარია მიიჩნევს, რომ არა ჩატარებული სპეცოპერაცია სალოსის ქუჩაზე და ქართველი სპეცსამსახურების თავდადება, მოვლენები ძალიან სახიფათო სცენარით განვითარდებოდა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ მეტი ნდობა უნდა გამოავლინოს იმ სტრუქტურების მიმართ რომელთა ირიბი და ხშირად პირდაპირი დამსახურებაცაა ის მშვიდობიანი გარემო, რომლითაც, ოდიშარიას თქმით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის აღიარებით გამოირჩევა საქართველო.
„ტერორიზმი ეს თანამედროვე სამყაროს უდიდესი გამოწვევაა და მას არ აქვს არც ეროვნება არც რელიგია და არც კონკრეტული მისამართი. ყოველი სისუსტე რომელსაც გამოამჟღავნებს სპეც სტრუქტურა და მითუმეტეს საზოგადოება ეს არის ახალი შესაძლებლობა და ნოყიერი ნიადაგი ტერორიზმის ახალი კერების გაჩენისათვის ასე რომ ვფიქრობ მეტი თავდაჭერილობა და ანალიზი გვმართებს, ვიდრე მწვავე განცხადებებს გავაკეთებთ“,- განაცხადა ბექა ოდიშარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები