პირველი იანვრიდან, თბილისში მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი ძვირდება

1-ლი იანვრიდან, თბილისში მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი ძვირდება.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების თანახმად,
გამრიცხველიანებული აბონტებისთვის 1 მ3-ზე დაახლოებით, 6 თეთრით, ხოლო გაუმრიცხველიანებლისთვის 1 სულზე დაახლოებით, 75 თეთრით იზრდება.
რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო სექტორს, ამ შემთხვევაში წყლის ტარიფი მცირედით დაახლოებით, 2 თეთრით იკლებს.
ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი იქნება 1მ3 – 0.329 ლარი, უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) 1 სულზე 3.89 ლარი, არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1მ3 – 4.40 ლარი.
აღნიშნული პროექტი სემეკის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.
დღეს დადგენილი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ლი იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იქნება.
შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” დღეს მოქმედი ტარიფები ასე გამოიყურება, მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის 1მ3 – 0.266 ლარი, უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) 1 სულზე – 3.147 ლარი. არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1მ3 – 4.418 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები