ირაკლი ბერაია: სუს-მა ეფექტიანად და წარმატებით იმუშავა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ბერაიას შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეფექტიანად იმუშავა და წარმატებით გაართვა თავი კანონით და მისი მანდატით განსაზღვრული ფუნქციის შესრულებას.
დეპუტატის განცხადებით, სპეცოპერაციის შემდეგ ჩატარებული გამოძიებით, პრაქტიკულად დადგენილია, რომ სალოსის ქუჩაზე განეიტრალებული ტერორისტული დაჯგუფება და მათი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში, დიპლომატიურ მისიებზე.
“სწორედ უსაფრთხოების სამსახურის მაღალი პროფესიული სტანდარტით მუშაობამ განაპირობა აღნიშნულის პრევენცია. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში უსაფრთხოების სამსახურის მიზანი ჩვენი ქვეყნის, მისი მოქალაქეების და ინტერესების ტერორისტული საქმიანობის ყველა ფორმისაგან დაცვაა. პრევენცია კი, ამ მიმართულებით ყველაზე მთავარი და პრიორიტეტული კომპონენტია”, – აცხადებს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები