გორში, ახალაშენებულ 8 კორპუსში 445 დევნილ ოჯახს ბინები გადასცეს

დღეს არ არის პრემიერ-მინისტრის და პოლიტიკოსების გამოსვლის დღე, დღეს არის თქვენი დღესასწაული. გილოცავთ ყველას დამდეგ შობა-ახალ წელს, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა გორში შეკრებულ დევნილებს, რომელთაც სახელმწიფომ ბინები გადასცა.
“გილოცავთ ამ ძალიან დიდ ბედნიერებას. მეც, თითოეულ თქვენგანთან ერთად, ამ ბავშვებთან ერთად, რომელთა ბედნიერ სახეებსაც ვუყურებ, ბედნიერი ვარ.
ერთადერთი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ ეს იქნება თქვენი ერთ-ერთი ბინა და მთავარი საცხოვრებელი, კერა და სახლი იქნება იქ, საიდანაც წამოხვედით.
ღმერთის შეწევნით, ჩვენი დიდი მეცადინეობით, ყველასი ერთად, ყველანი შევძლებთ, ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ ვიცხოვროთ მშვიდობაში და ამ ბავშვებს ყოველთვის ჰქონდეთ ასეთი მომღიმარი სახეები.
გილოცავთ ამ დღესასწაულს და დამდეგ შობა-ახალ წელს”, – განაცხადა პრემიერმა.
გორში, ახალაშენებულ 8 კორპუსში, დღეს, 445 დევნილ ოჯახს ბინა საკუთრებაში გადაეცა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დევნილი პედაგოგის, მედეა მაკრახიძის ოჯახს, სამოთახიანი ბინის გასაღები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები