ბათუმში, სამშენებლო ობიექტზე, შესამოწმებლად მიწვეული ექსპერტი, სიმაღლიდან გადმოვარდა

ბათუმში, სამშენებლო ობიექტზე, ტექნიკის შესამოწმებლად მიწვეული ექსპერტი, სიმაღლიდან გადმოვარდა.
ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „კვირას“ საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები