ყაჩაღობა კახეთში – სამმა პირმა მამაკაცი სცემა და ფული გაიტაცა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ლიპარტაშვილების ოჯახი დააყაჩაღეს. როგორც ცნობილია, თავდამსხმელები ფულსა და ოქროს ითხოვდნენ. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.
წინასწარი ინფორმაციით, ნაცემია მამაკაცი, ოჯახიდან კი ფულია წაღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები