ბაკურციხეში, ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღებისას, მამაკაცი დაჭრეს

გურჯაანში, სოფელ ბაკურციხეში გუშინ, გვიან ღამით, ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს.
შემთხვევის დროს, ცივი იარაღით, ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე მოლარედ მუშაობდა.
არსებული ინფორმაციით, წაღებულია 1000 ლარამდე თანხა.
ექიმების განცხადებით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები