რუსთავში, ელექტროგამათბობელზე დაცემის შედეგად, მამაკაცმა სხეულის 50% – იანი დამწვრობა მიიღო

რუსთავში, ელექტროგამათბობელზე დაცემის შედეგად, 53 წლის მამაკაცმა სხეულის 50% – იანი დამწვრობა მიიღო.
შემთხვევა დავით გარეჯის ქუჩაზე მდებარე პროფილაქტიკის საყარაულო ჯიხურში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ელექტროგამათბობელზე დაეცა და ქურთუკზე ცეცხლი მოედო. დაშავებული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მიიყვანეს, მოგვიანებით კი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები