დავით ჭელიძემ ლოტკინის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭელიძე ლოტკინზე, სანერგე მეურნეობის მოსახლეობას შეხვდა და მათ დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტები წარუდგინა.
საკრებულოს წევრის თქმით, იმის გამო, რომ ნაძალადევის რაიონი, დედაქალაქის სხვა რაიონებთან შედარებით, მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, აქ ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტად ინფრასტრუქტურული მიმართულება რჩება.
„ნაძალადევის რაიონის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, ნახევარი მილიონი ლარით გაიზარდა, რაც კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტის განხორციელების საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა დავით ჭელიძემ.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ სანერგე მეურნეობაში უკვე დაიწყო და მომდევნო წლის ივლისში დასრულდება საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა. მისივე თქმით, რაიონში შშმ ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობაც იგეგმება.
გარდა ამისა, დავით ჭელიძის ინფორმაციით, 2018 წელს ნაძალადევის რაიონში, თითქმის ყველა ცენტრალურ გზაზე, მთლიანად გამოიცვლება წყალგაყვანილობის სისტემა და დაიგება ასფალტის საფარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები