28 დეკემბერს სემეკი წყალმომარაგების ტარიფებს დაადგენს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 28 დეკემბრის საჯარო სხდომაზე წყალმომარაგების ტარიფების საკითხებზე იმსჯელებს.
2018-2020 წლებისთვის წყალმომარაგების ტარიფები დაუდგინდება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, შპს „რუსთავის წყალს“ და შპს „მცხეთის წყალს“.
სემეკში საჯარო სხდომა დაიწყება 12:00 საათზე და დასწრება შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები