ბიზნეს-ლიდერთა ფედერაცია “ქალები მომავლისთვის” ბორდის ახალი შემადგენლობით იწყებს ფუნქციონირებას

ბიზნეს-ლიდერთა ფედერაცია “ქალები მომავლისათვის” სამომავლო გეგმებსა და ნინო კობახიძის თავმჯდომარეობით, ახალ მმართველ ბორდს წარმოადგენს.

ბორდის ახალი წევრებისა და  სამომავლო მიზნების პრეზენტაცია  გაიმართება 28 დეკემბერს, 12.00 ზე სასტუმროში  HOLIDAY INN-ში გაიმართება.

ფედერაციის მართველი ბორდის წევრები არიან: თინათინ რუხაძე, წამყვანი კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია  „ეისითის“ დამფუძნებელი“  „საქართველოს  ფერმერთა ასოციაციის”  დამფუძნებელი, ნინო ზამბახიძე, ლიდერი იურიდიული კომპანია “ბიელსის“ მმართველი პარტნიორი –  ქეთევან ქვარცხავა,  კომპანია გალფის ვიცე პრეზიდენტი – ნინო ჯიბლაძე,  “საპარტნიორი ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე –  ნათია თურნავა, უმსხვილესი ქართული საწარმო “დიოს”  დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი  ირმა დაუშვილი, საკომუნიკაციო კომპანია  “ქი ქომუნიქეიშენის“ დამფუძნებელი –  თეონა ბაღდავაძე,  აზროვნების აკადემია “ლეტერატოს“ დამფუძნებელი – თამარ რაზმაძე,  მეცხოველეობის დარგის ლიდერი კომპანიის “კავკასიის გენეტიკა“ დამფუძნებელი –  თამარ  ყაჭაშვილი.

ფედერაციის მიზანია ქალ-ბიზნესმენთა იდეების მხარდაჭერა. იგეგმება ქალთა ბიზნესის საჭიროებაზე მორგებული საკონსულტაციო მომსახურების მიწოდება, ქალთა შორის ინოვაციური ბიზნეს იდეების პოპულარიზაცია, დაფინანსების მოძიების მხარდაჭერა და სასტიპენდიო ფონდების შექმნა. ბიზნესმენ ქალთა ფედერაცია  დაეხმარება წევრებს კონკრეტული წინადადებების ან ინოვაციური იდეების ადვოკატირებაში და მეგზურობას გასწევს გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. იგეგმება ბიზნეს-ლიდერ ქალთა ლობის გაზრდა საკანონმდებლო დონეზე.

ეტაპობრივად მოხდება ბიზნეს-ლიდერ ქალთა აქტიური ჩართვა საქართველოსა და გლობალურ ეკონომიკურ-სოციალური ცხოვრების ასპექტებში. ფედერაცია გეგმავს სხვადასხვა ქვეყნის ბიზნეს-ლიდერ ქალებთან პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

განახლებულ ფედერაციაში მმართველი ბორდის თავმჯდომარის ადგილს, ასოციაციის დამფუძნებლის, წამყვანი კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია “ეისითის” დაფუძნებლის – ქ-ნი თინათინ რუხაძისაგან გადაიბარებს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია  “ გლობალ ბენეფიტის ჯორჯია”   გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი – ქ-ნი ნინო კობახიძე.

ბიზნეს-ლიდერთა ფედერაცია,2 წლის წინ,  ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში,  ქალთა როლის გასაძლიერების მიზნით  შეიქმნა.

ბიზნეს-ლიდერთა ფედერაციის საქმიანობაში ჩართვის მსურველებს კონკრეტულ ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის. ფედერაცია სრული დატვირთვით მუშაობას 2018 წლის პირველი თებერვლიდან შეუდგება.

 

R

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები