“2018 წლის იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ამოქმედდება, რაც ფინანსურ სექტორს კიდევ უფრო მდგრადს გახდის”

“2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, რაც ფინანსურ სექტორს კიდევ უფრო მდგრადს გახდის, დაზოგვის მაჩვენებელს გააუმჯობესებს ჩვენს ქვეყანაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა 2017 წლის ეკონომიკური მონაცემები გაიხსენა და დადებითად შეაფასა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წლის 10 თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა 4,9% იყო, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.
„ 2017 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა იყო 4,9%, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. ჩვენმა ქვეყანამ წარმატებით გადალახა 2014 წლის შემდგომი გარე ეკონომიკური შოკის პერიოდი და ვფიქრობთ, მომავალი წელი კიდევ უფრო დინამიური იქნება ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. 2017 წლის 9 თვეში შეიქმნა 38 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.

მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ცენტრალური იყო ოთხპუნქტიან გეგმაში, ბიზნესს მისცა საშუალება, 500 მილიონ ლარზე მეტი საინვესტიციო რესურსი დაეზოგა. ეს რესურსი მიმართული იყო ეკონომიკაში, რამაც დიდწილად გამოიწვია ეკონომიკური ზრდის მაღალი დინამიკა. მომავალი წლიდან, ელექტრონული ფორმის შევსების შედეგად, სულ 5-7 სამუშაო დღეში იქნება შესაძლებელი დამატებითი ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნება.“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, მთავრობის მეთაურის განცხადებით, 2018 ნწლის 1 იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ამოქმედდება, რაც ფინანსურ სექტორს უფრო მდგრადს გახდის.
„2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, რაც ფინანსურ სექტორს კიდევ უფრო მდგრადს გახდის, დაზოგვის მაჩვენებელს გააუმჯობესებს ჩვენს ქვეყანაში და ფინანსური სექტორისადმი ნდობას კიდევ უფრო გაამყარებს. ამ რეფორმას მხარს უჭერს მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

2018 წელს ასევე მნიშვნელოვანი წინსვლა გვექნება ერთიანი მომსახურების სივრცის – ბიზნესსახლის პროექტის მიმართულებით და ასევე, გავააქტიურებთ სტარტაპების დაფინანსების დაწყებულ პროგრამას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებისთვის, განსაკუთრებით – ახალგაზრდებისთვის“ – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები