სალომე სალუქვაძე: თავდაცვის სამინისტროს ტენდერის განზრახ ჩაშლა სიმართლეს არ შეესაბამება

„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ იურისტის სალომე სულაქველიძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ტენდერის განზრახ ჩაშლა სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან არც ერთი პრეტენდენტი კონკრეტულ მონაცემებს არ აკმაყოფილებდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, სალუქვაძე განმარტავს, რომ მამუკა ტუსკაძე ტენდერის არც ერთ განხილვას არ დასწრებია და შესაბამისად, არც გადაწყვეტილების მიღების მომენტში არ მონაწილეობდა.
„სულ შემოსული იყო ოთხი საჩივარი. კანონით დადგენის ვადებით ვიღებდით ამ საჩივრებს და შესაბამისად, ათი დღის ვადაში შესაბამის გადაწყვეტილებებს ვაქვეყნებდით. ყველა ამ საჩივრის განხილვაში ვმონაწილეობდი პირადად მე. მინდა გითხრათ, რომ ბატონი მამუკა არცერთ ამ განხილვას არ დასწრებია და შესაბამისად, არც გადაწყვეტილების მიღების მომენტში არ მონაწილეობდა. თითოეულ გადაწყვეტილებაზე ჩემი ხელმოწერაა. საბოლოოდ ტენდერის ჩაშლა მოხდა სამი პრეტენდენტიდან, რომლებიც ამ ტენდერში მონაწილეობდნენ, რადგან ვერც ერთმა ვერ დააკმაყოფილა სატენდერო დოკუმენტთა სიით გათვალისწინებული სატენდერო მოთხოვნები. შესაბამისად, კანონის საფუძველზე აღნიშნული ტენდერის განზრახ ჩაშლასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრება ნამდვილად არ არის სიმართლე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რადგან არ დარჩა ტენდერში ისეთი პრეტენდენტი, რომელიც აკმაყოფილებდა მონაცემებს“, – განაცხადა იურისტმა.
მამუკა ტუსკაძემ დავების საბჭოს შემადგენლობა დღეს დატოვა და მთავარ მიზეზად ამ ორგანოს უფუნქციობა დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები