ირაკლი კობახიძე კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ავსტრიაში საქართველოს ელჩის კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველი დიპლომატის, ბატონი კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების გამო. კონსტანტინე ზალდასტანიშვილს მიუძღვის უდიდესი დამსახურება საქართველოს წინაშე. მას განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების საქმეში. კონსტანტინე ზალდასტანიშვილი დააკლდება ქართულ დიპლომატიას. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუთანაგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს“,- ნათქვამია ირაკლი კობახიძის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები