თავდაცვის სამინისტრო მამუკა ტუსკაძეს პასუხობს: დავდექით საშიშროების წინაშე, რომ ჯარი ფეხსაცმელების გარეშე დარჩენილიყო

“კანონმდებლობის ნორმების დაცვით, პირველი საჭიროებიდან გამომდინარე, გადაუდებელი შესყიდვით განხორციელდება 44 ათასი მაღალყელიანი ფეხსაცმლის ნახევრის, 22 ათასის შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკებით”,-ასე გამოეხმაურა თავდაცვის სამინისტრო, შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს ყოფილი წევრის მამუკა ტუსკაძის განცხადებას, ჯარისკაცების ფეხსაცმელების შესასყიდად გამოცხადებული ტენდერის შეწყვეტაზე.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი ამბობს, რომ კომპანიების მხრიდან ერთმანეთის დოკუმენტაციის გასაჩივრებაში პროცესი გაიწელა. მისივე ინფორმაციით, 2018 წელს ტენდერი გაგრძელდება და დანარჩენი პროდუქტის შესყიდვა მოხდება კანონმდებლობით დადგენილი სატენდერო პროცედურებით.
“ტენდერში მონაწილე პრეტედენტები ძირითადად ერთმანეთის დოკუმენტაციას ასაჩივრებდნენ, თარგმანს და ასე შემდეგ. გასაჩივრებების ხანგრძლივმა პროცესმა გამოიწვია ის, რომ პროცესში ჩვენ გადავედით მეოთხე პრეტენდენტზე. ეს გაიწელა აგვისტოდან დეკემბრამდე. დავდექით იმის საშიშროების წინაშე, რომ ჯარი დარჩენილიყო ფეხსაცმელების გარეშე. შესაბამისად, კანონმდებლობის ნორმების დაცვით, პირველი საჭიროებიდან გამომდინარე, გადაუდებელი შესყიდვით განხორციელდება 44 ათასი მაღალყელიანი ფეხსაცმლის ნახევრის, 22 ათასის შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკებით, ხოლო შემდგომში, 2018 წელს, ეს ტენდერი გაგრძელდება და დანარჩენი პროდუქტის შესყიდვა მოხდება კანონმდებლობით დადგენილი სატენდერო პროცედურებით’’, – განაცხადა გიორგი ბუთხუზმა.
შეგახსენებთ, რომ დავების საბჭოს ყოფილი წევრის, მამუკა ტუსკაძის განცხადებით, ზოგადად, სახელმწიფო შესყიდვების ინსტიტუციებში პრობლემებია, განსაკუთრებით კი დავების საბჭოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები