ამბროლაურთან მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქ ამბროლაურთან მისასვლელ გზაზე ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა.
შეგახსენებთ, რომ 24 დეკემბერს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა) -ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 71-ე კმ-ზე (ქ. ამბროლაურთან), ჩამოვიდა დიდი მოცულობის კლდოვანი მასა და საავტომობილო მოძრაობა ჩაკეტა. საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები 24 საათიან რეჟიმში ახორციელებდნენ შესაბამის სამუშაოებს, მობილიზებული იყო ყველა საჭირო ტექნიკა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა საავტომობილო მიმოსვლის უმოკლეს ვადებში აღდგენა.
ამ ეტაპზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები