ბუკიას ბაღში საახალწლო კონცერტი გაიმართა

საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ბუკიას ბაღში წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად დაესწრო.

„საბურთალოზე, ბუკიას ბაღში ცნობილი მომღერლების მონაწილეობით, საახალწლო ღონისძიება გაიმართა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ასევე, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა და სკოლის მოსწავლეებმა.

ჩვენ პატარებისთვის სხვადასხვა გასართობი სივრცე შევქმენით. გარემოც და განწყობაც სადღესასწაულოა და მინდა საბურთალოელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

კონცერტში მონაწილეობა ჯგუფმა „რეზო და ბავშვები“, ნინი ბადურაშვილმა და სალომე ბაკურაძემ მიიღეს. დღის განმავლობაში, საკონცერტო ნომრები საბურთალოს რაიონის საბავშვო ბაღებისა და სკოლების აღსაზრდელებმა და სხვადასხვა კერძო სტუდიების მოსწავლეებმა შეასრულეს.

პატარებისთვის მოეწყო სპორტული სივრცე. ბავშვების გართობაზე კი, ანიმატორები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და ფიფქია ზრუნავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები