რიკოთის საავტომობილი გვირაბში მოძრაობა აიკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SCADA) განახლება მიმდინარეობს. რის გამოც, მიმდინარე წლის 27 და 28 დეკემბერს, ღამის 00:00 სთ-დან  დილის 07:00 სთ-მდე, გვირაბში აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა კი გადართულია რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე. დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე  მექანიზმების მორიგეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები