ირაკლი კობახიძე დასავლეთ ქრისტიანულ სამყაროს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დასავლეთ ქრისტიანულ სამყაროს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
„დასავლეთ ქრისტიანული სამყაროს დიდ ნაწილს ვულოცავ მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! მაცხოვრის შობა არის განწმენდის, ხსნისა და განახლების სიმბოლო და საწყისი ახალი, ნათელი ცხოვრებისა. ესაა დღესასწაული, რომელიც გამორჩეულია ყველა ქრისტიანისთვის და განსაკუთრებით, ჩვენი ხალხისთვის, რადგან ქრისტიანობა ქართველი ერის ჩამოყალიბების ფუნდამენტად იქცა.
საქართველოს პარლამენტის სახელით, ვულოცავ ყველას, ვინც ამ ბრწყინვალე დღესასწაულს დღეს ზეიმობს. მშვიდობიან, წარმატებულ და სიყვარულით სავსე ცხოვრებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს!“,- ნათქვამია მისალოც წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები