“დინამო არენასთან” გაჩენილი ხანძრისას დაშავებულები რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან

“დინამო არენასთან” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი, ამ დრომდე, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
როგორც „კვირას“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, წუხელ, ღამის საათებში კლინიკაში 2 პაციენტი მიიღეს, 29 წლის მამაკაცი და 59 წლის ქალი.
მისივე თქმით, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მათ ხანძრის შედეგად მე-2 და მე-3 ხარისხის დამწვრობა აქვთ მიღებული.
“59 წლის ქალბატონი თავის არეში, ქვედა და ზედა კიდურების არეშია დამწვარი და სხეულის 40 პროცენტიანი დამწვრობა აღენიშნება, ხოლო, ახალგაზრდა მამაკაცს ზურგის არე აქვს დამწვარი და სხეულის 20 -პროცენტიანი დამწვრობა აქვს მიღებული”, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ღამის საათებში, „დინამო არენასთან“ საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები