დიდთოვლობის გამო, მესტია-კალა-უშგულის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ჩაკეტილია

ზვავსაშიშროებისა და დიდთოვლობის გამო, მესტია-კალა-უშგულის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ჩაკეტილია.
ამ დროისთვის ტექნიკის მუშაობა საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების გამო, შეჩერებულია.
რაც შეეხება ზუგდიდი-ჯვარი-ხაიში – მესტიის საავტომობილო გზას, ავტომობილების გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის ნებადართული.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მობილიზებულია ტექნიკა და გზა ინტენსიურად იწმინდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები