ანდრია გვიდიანი: თუ გვინდა გვქონდეს ხარისხიანი მომსახურება ენერგეტიკის სექტორში, შესაბამისი ტარიფი უნდა გადავიხადოთ

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია – სემეკი წლის ბოლომდე ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სამომხმარებლო ტარიფს დაამტკიცებს.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის მოსაზრებით, განსაკუთრებით წყალმომარაგების სექტორთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს. ამის თაობაზე მან გაზეთ „ბანკები და ფინანსებთან“ ისაუბრა. „წყალმომარაგების სექტორში არსებულ ტარიფებს თუ გადავხედავთ, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. მაგალითად, ბათუმში, სადაც მრიცხველიანი აბონენტებისთვის ტარიფი 51 თეთრს შეადგენს მომხმარებლების 100% გამრიცხველიანებულია, ხოლო თბილისში მრიცხველიანი აბონენტების ტარიფი, ბათუმთან შედარებით, თითქმის ორჯერ ნაკლებია და მხოლოდ 27 თეთრით არის განსაზღვრული. ცხადია, აღნიშნული ვითარება ლოგიკურია იმდენად, რამდენადაც კომპანიას დაბალი ტარიფის გამო არ აქვს მოსახლეობის გამრიცხველიანების სტიმული. რა თქმა უნდა, ეს სამართლიან კითხვებს ბადებს, თუ რატომ არის თბილისში ყველაზე დაბალი ტარიფი და საქმე ხომ არ გვაქვს რაიმე სახის დისკრიმინაციასთან. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი აუცილებლად გადასახედია და აუცილებელია ამ მიმართულებით სამართლიანი ტარიფების დადგენა. გარდა ამისა, კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით. „ჯორჯიან უეთერ ენდ ფოუერის“ მიერ მიმდინარე წელს წინა წლებთან შედარებით ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად გაზრდილია. აქედან გამომდინარე, ლოგიკური იქნება კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციების ასახვა ტარიფში სამართლიანად განხორციელდეს. შესაბამისად, ვთვლი, რომ მარეგულირებელი ადეკვატურად შეხედავს არსებულ ვითარებას და ამ მხრივაც სამართლიან ტარიფს დაადგენს”, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები