შსს: “რუმს თბილისში” ხანძარი ლოკალიზებულია

როგორც “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ დროისთვის “რუმს თბილისში” ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე რჩებიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, რომლებიც ხანძრის შესაძლო კერების ჩაქრობას ახორციელებენ.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ცოტა ხნის წინ “რუმს თბილისთან”, ხანძრის ადგილზე  მისულმა დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ არ არიან დაშავებულები და დროულად მოხდა ხალხის ევაუაცია.

“როგორც მეხანძრეები ამბობენ, ცეცხლი ბოლო სართულზე სახურავზე გაჩნდა. კერა იქ არის აღმოჩენილი, თუმცა მუშაობა გრძელდება და გამოძიება დაადგენს, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ამ წუთებში მშვიდობაა, მადლობა ღმერთს, მაშველებმა ძალიან ოპერატიულად იმუშავეს, პირველადი ინფორმაციით, ხანძარი სახურავზე გაჩნდა, დეტალებს მოგვიანებით შევიტყობთ” – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა  მეხაძნრეებს, სამაშველოს სამსახურის და შსს-ს თანამშომლებს მადლობა გადაუხადა, რომელებიც ამჟამად ადგილზე მუშაობენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები