ბობოყვათში 8 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა- მისი მდგომარეობა მძიმეა

ბობოყვათში 8 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა.
დაშავებული ამ დროისთვის ქუთაისში, ინტერვენციულ ცენტრშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები