გლდანის პარკში წინასაახალწლო კონცერტი გაიმართება

23 დეკემბერს, 15:00 საათზე, გლდანის პარკში, გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით,  წინასაახალწლო კონცერტი გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში, ანიმაციური გმირები, თოჯინების თეატრი, ილუზიონისტები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები და საცირკო სანახაობა იქნება  წარმოდგენილი.

დღის ბოლოს კი, კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას გიორგი სუხიტაშვილი, მაკა ზამბახიძე, სალომე ბაკურაძე, ელენე კალანდაძე, ოთო ნემსაძე და ბენდი „რეზო და ბავშვები“ მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები