ირაკლი კობახიძე: ექვს დეპუტატს ღილაკზე თითის დაჭერა ისევ დაეზარა

„ექვს დეპუტატს ისევ დაეზარა ღილაკზე ხელის მიჭერა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა და თანაგუნდელების პასიურობის გამო, უკმაყოფილება გამოთქვა.

„ექვს დეპუტატს ისევ დაეზარა ღილაკზე ხელის მიჭერა. არ მგონია მიზეზი ყოფილიყო თავშეკავება, დაეზარათ ღილაკზე ხელის მიჭერა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ დღეს და ხვალ დაგეგმილ საკითხებზე კენჭისყრა ვერ ჩატარდება, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს კვლავ რიგგარეშე სხდომების დანიშვნის აუცილებლობა დადგება.

„დღეს გვექნება კენჭისყრები, როგორც კი დავასრულებთ მეორე მოსმენით ყველა საკითხის განხილვას, საღამოს, სავარაუდოდ, შვიდიდან ცხრა საათამდე შედგება კენჭისყრა. იმ შემთხვევაში თუ დღეს და ხვალ კენჭისყრებს ვერ ჩავატარებთ, შევიკრიბებით ოთხშაბათს და ხუთშაბათს რიგგარეშე სესიაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები