ლეღვთახევში ლითონის დროებითი კონსტრუქციები მოეწყო (ფოტოკოლაჟი)

თბილისის ტურისტულ ზონაში, ლეღვთახევში, დამთვალიერებელთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ლითონის დროებითი კონსტრუქციები – საფეხმავლო ხიდები და პერგოლა მოეწყო. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

გადაწყვეტილება მსუბუქი კონსტრუქციების მოწყობაზე, კრწანისის რაიონის გამგეობამ  ლეღვთახევში კლდის ფრაგმენტების ჩამოშლის შემდეგ მიიღო, რის გამოც, საფეხმავლო ბილიკებზე გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია.

კონსტრუქციების მოწყობამდე, ხევში კლდე გამოფიტული ქანებისგან გაიწმინდა. კრწანისის გამგეობა მონიტორინგს პერიოდულად აწარმოებს და ალპინისტების დახმარებით, კლდეს იმ ფრაგმენტებისგან ასუფთავებს, რომელთა ჩამოშლის საშიშროებაც არსებობს.

მომავალი კვირიდან ლეღვთახევში ბილიკებზე არსებული შეზღუდვა მოიხსნება და დამთვალიერებლები გადაადგილებას ახალი საფეხმავლო ხიდებით შეძლებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები