ბათუმში სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო დღეები გაიმართა

ბათუმში სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო დღეები გაიმართა. ღონისძიების მიზანი საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა იყო.

“ჩაჩავას კლინიკის” ინფორმაციით, პროექტში საქართველოს 22-მა წამყვანმა კლინიკამ, მათ შორის “ჩაჩავას კლინიკამაც” მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაში პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კერძოდ: აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან და რუსეთიდან მოწვეული ის კომპანიები მონაწილეობდნენ, რომლებსაც სამედიცინო ტურიზმის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი წარმატებული პრაქტიკა გააჩნიათ.

აღსანიშნავია, რომ 2-დღიან შეხვედრაზე “ჩაჩავას კლინიკის” სხვადასხვა სერვისებით არაერთი კომპანია დაინტერესდა.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები