”ნაციონალური მოძრაობის” საბჭოს წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს- შსს-მ საქმე ძალადობის მუხლით აღძრა

“ნაციონალური მოძრაობის” საბჭოს წევრის ეკა წამალაშვილის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, უწყებამ საქმე ძალადობის მუხლით აღძრა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე ტელეკომპანია „იბერიის“ გადაცემაში “ცენზურის გარეშე“, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საბჭოს წევრს, ეკა წამალაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდარზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები