ემზარ კვიციანი გიორგი კვირიკაშვილს: არ გაქვთ ბოდიში მოსახდელი

არ გაქვთ ბოდიში მოსახდელი, – ასე მიმართა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომაზე, ფრაქციის წევრმა ემზარ კვიციანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს.

„ძალიან დიდი მადლობელი ვარ, რომ ჩემი და გაამართლეს, როგორც ეკუთვნოდა, რა თქმა უნდა და ამაზე მადლობა ერთ-ორჯერ უკვე გადახდილი მაქვს, მაგრამ მარტო ჩემი და არ იყო იმ ადამიანების მიერ გაწამებული, რომლებიც დღეს აქ თავზე გედგნენ და თავხედობდნენ. თქვენ ლაპარაკი საზოგადოებასთან ბოდიშის მოხდით დაიწყეთ, რომ აღელდით – ამის გულისთვის არ გაქვთ ბოდიში მოსახდელი, პირიქით, მოსახლეობას შეიძლება ის უფრო ეწყინა, რომ დროზე არ აღელდით, იმხელაზე გათავხედებულები არიან უკვე.

ეს ყველაფერი შედეგია იმ კოჰაბიტაციის, რომელიც თავს მოგახვიეს ჯერ თქვენ და მერე სრულიად საქართველოს“, – განაცხადა კვიციანმა და დასძინა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობა“ 9 წელი სვა სისხლი და ახლაც აგრძელებს.

მინდა, რომ სამართლიანები იყოთ და თავისუფალი იყოთ და ასეთ თავდასხმებს ვერ გიბედავდნენ ის ადამიანები, რომლებსაც ქართული სისხლი აქვთ დალეული”, – განაცხადა კვიციანმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე დაპირისპირება მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

კვირიკაშვილის მიერ მელიას მისამართით გაჟღერებულ უცენზურო მიმართვას, ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან საპასუხო რეპლიკები მოჰყვა. მელიამ კვირიკაშვილს „უნამუსო“ და „კორუმპირებული“ უწოდა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

სიტყვიერი შელაპარაკების შედეგად სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ მის განტვირთვას მანდატურების და პრემიერის დაცვის ჩარევა დასჭირდა.

მოგვიანებით პრემიერმა მომხდარის გამო საზოგადოებას მოუბოდიშა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები