შსს-მ „საქართველოს ბანკის“ წერეთლის ფილიალის ყაჩაღობისთვის ბრალდებული დააკავა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თ.ჯ., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრა, მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი და გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც რვიდან თორმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები