„ბირჟა მაფიის“ ერთ-ერთი წევრი: მოხარული ვარ, რომ ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდა

მოხარული ვარ, რომ ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდა, – ამის შესახებ „ბირჟა მაფიის“ წევრმა გიორგი ქებურიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გიორგი ქებურიას თქმით, მას მოლოდინი აქვს, რომ გამოძიება, რომელიც შეეხება პოლიციელთა მიერ ჩადენილ ქმედებას, მისი და მიხეილ მგალობლიშვილის წინააღმდეგ, ობიექტურად დასრულდება.
რეპერ გიორგი ქებურიას ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, თბილისის პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებებით დაადასტურა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენების სისწორე.
მისი თქმით, საქმეზე პარალელურად დაწყებული იყო გამოძიება ბრალდებულების საჩივრის საფუძველზე ცალკეულ პოლიციელთა მიმართ და ეს გამოძიება გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს „ბირჟა მაფიას“ ორი წევრი ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. სასამართლომ მიხეილ მგალობლიშვილს გირაო 50 ათასი ლარის, გიორგი ქებურიას კი 20 ათასი ლარის ოდენობით შეუფარდა.”ბირჟა მაფიას” წევრები წარდგენილ ბრალს არ იზიარებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები