ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ფიროსმანის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. სამივე დაშავებული ბათუმის საავადმყოფოში მოათავსეს.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები