ირაკლი კოვზანაძე: არა მგონია, ახალი ფრაქციების შექმნა ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი ტვირთი იყოს

პ​​არლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ახალი ფრაქციების შექმნასთან ერთად, მის საბიუჯეტო უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს. მისივე თქმით, ახალი ფრაქციების შექმნა პარლამენტის ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი ტვირთი არ იქნება.

„პარლამენტის რეგლამენტი ახალი ფრაქციის შექმნასთან ერთად, ითვალისწინებს მის საბიუჯეტო უზრუნველყოფას. ეს არის გარკვეული მცირე აპარატი ფრაქციისთვის, ტექნიკური უზრუნველყოფა. არა მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანი ტვირთი იყოს პარლამენტის ბიუჯეტისათვის. შესაბამის პროცედურებს ითვალისწინებს რეგლამენტი და იქ ყველაფერი დეტალურად არის გაწერილი”, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.

შეგახსენებთ, ფრაქცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ განაცხადა, რომ უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქცია იქმნება და უმრავლესობა გადახალისებული შემადგენლობით საგაზაფხულო სესიაზე წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები