პრეზიდენტი “მაუწყებლის შესახებ” კანონთან დაკავშირებით, ყველა დაინტერესებულ მხარეს შეხვდება

0

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “მაუწყებლის შესახებ” კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, ორშაბათს მედიისა და არასამთავრობო სექტორის და საკითხით დაინტერესებულ ყველა მხარის წარმომადგენლებს შეხვდება.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, “მაუწყებლის შესახებ” კანონში შემავალი ცვლილებები ეხება ძალიან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს, ეხება მედიას, გამოხატვის თავისუფლებას და ობიექტური მაუწყებლის არსებობის საკითხს.

“ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში გამოითქვა ბევრი კრიტიკა და შენიშვნა, ამიტომ საქართველოს პრეზიდენტი აპირებს, რომ შეხვდეს ყველა იმ მხარეს, რომლებმაც ეს მოსაზრებები გამოთქვეს: მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რათა ჩამოვყალიბდეთ იმ კრიტიკულ ან ნაკლებად კრიტიკულ ასპექტებზე, რომლებსაც პარლამენტი იხილავს”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი