პოლიციამ სასტუმრო ლეოგრანდის მფლობელი დაკითხა

სამართალდამცველებმა „ლეოგრანდის“ მფლობელი დაკითხეს. გამომძიებლებმა ეროლ ავგორენს სასტუმროში ხანძრის გამომწვევ შესაძლო მიზეზებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს. ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიებას ამ ეტაპზე უკვე გამოკითხული ჰყავს რამდენიმე ათეული მოწმე, მათ შორის სასტუმროს ის თანამშრომლები, რომლებიც შემთხვევის დღეს მუშაობდნენ.
იკვეთება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი მომხდარი ტრაგედიის გამო, ჯერჯერობით უცნობია.
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი, მათგან საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე. დაშავდა 21 ადამიანი, მათგან ერთი ისრაელის მოქალაქეა, 5 კი – თურქეთის.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები