ირაკლი კობახიძე სემეკის წევრის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარს უჭერს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) წევრის თანამდებობაზე თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარს დაუჭერს საპარლამენტო უმრავლესობაც.

„ნარმანიას წარდგენაზე მე პირადად მხარს დავუჭერ დავით ნარმანიას კანდიდატურას. დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობის მხრიდანაც იქნება მხარდაჭერა. რაც შეეხება ვადებს, ეს არის პროცედურის საქმე. ვნახოთ, პროცედურის შესაბამისად განვიხილავთ ამ საკითხს. არ არის გამორიცხული, რომ მომდევნო კვირაშიც განვიხილოთ ეს საკითხი”,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები