ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ნულოვანი აქტუალობით სარგებლობს

„ჩვენ გვაქვს ნულოვანი ინტერესი მიხეილ სააკაშვილის მიმართ. პოლიტიკური თვალსაზრისით ის სარგებლობს ნულოვანი აქტუალობით საქართველოში. ეს თამამად შეიძლება ითქვას”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ  საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს იყო „ქართული ოცნების” ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაც, რომელიც პირნათლად შესრულდა.

„ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, 2016 წლის არჩევნებისათვის და ეს დაპირება ჩვენ პირნათლად შევასრულეთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. აქედან გამომდინარე, სააკაშვილი აღარ არის აქტუალური. დანარჩენი არის სამართლებრივი პროცედურების საქმე. კიდევ ერთხელ, მე პოლიტიკურ კომენტარს ამაზე არ გავაკეთებ. ეს არის სუფთა სამართლებრივი საკითხი, რომელიც სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასეთ ჭრილშიც გადაწყდება ეს საკითხი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები