გოკა გაბაშვილი საკრებულოს უმრავლესობას – „თქვენი უნიათობაც ვიცი და თქვენი გაფლანგული ფულიც“

 

„თქვენი უნიათობაც ვიცი, თქვენი უსაქმურობაც ვიცი, თქვენი გაფლანგული ფულიც ვიცი, თქვენი ვერგაკეთებული პროექტებიც ვიცი“, – ასე მიმართა საკრებულოს ოპოზციური პარტიის „ევროპული საქართველოს“ წევრმა გოკა გაბაშვილმა საკრებულოს უმრავლესობის წევრებს.
გაბაშვილის სიტყვით გამოსვლა უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ გააპროტესტა, რასაც რამდენიმე წუთის განმავლობაში სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.
„ძალიან კარგად ვიცი ჩვენი მმართველობის პლუსები და რა ნაბიჯები გადაიდგა. კარგად ვიცი ჩვენი მმართველობის ჩავარდნებიც, მაგრამ თქვენი უნიათობაც ვიცი, თქვენი უსაქმურობაც ვიცი, თქვენი გაფლანგული ფულიც ვიცი, თქვენი ვერგაკეთებული პროექტებიც ვიცი. არ ვაპირებდი თქვენთან ამ საკითხზე საუბარს, ხელისუფლების წარმომადგენლები ხართ და ცოტა ნერვები დაიმშვიდეთ, საქმეს მიხედეთ, ხალხს დაეხმარეთ, დაფიქრდით რამეზე“, – განაცხადა გაბაშვილმა.
ოპოზიციის წევრების გამოსვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სხდომა დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები