“კონსტიტუციის მიღებისთანავე დაიწყო მის ცვლილებებზე საუბარი და დღეს ცვლილებების ცვლილებების ცვლილებას ვიღებთ”

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის შეფასებით, პარლამენტი კონსტიტუციაში ცვლილებების ცვლილებების ცვლილებას იღებს.
როგორც მან კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების შეტანის შეფასებისას განაცხადა, კონსტიტუციის ასეთი ხშირი ცვლილების პროცესი უცნაური და რეკორდულია, თუნდაც ქართული პოლიტიკური ცხოვრებისათვის.
„ჯერ კიდევ ერთი წლის წინ განვაცხადეთ, რომ ის შემართება, რომლითაც ხდებოდა კონსტიტუციის ცვლილება, მიუღებელი იყო. გავიხსენოთ, რომ შეიქმნა კომისია, რომელიც გზადაგზა ჩამოიშალა, ცვლილებები მიიღო მმართველმა ძალამ ერთპარტიულად და სანამ პროექტი რეალობად იქცეოდა, მანამ ის უკვე შეიცვალა. დაპირება, რომელიც საზოგადოებისა და ვენეციის კომისიის წინაშე დაიდო, შეიცვალა. კონსტიტუციის მიღებისთანავე დაიწყო მის ცვლილებებზე საუბარი და დღეს ჩვენ ვიღებთ ცვლილებების ცვლილებების ცვლილებას. ის გაუმართაობა, როგორც წარიმართა ეს პროცესი, უცნაური და რეკორდულია, თუნდაც ქართული პოლიტიკური ცხოვრებისათვის“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები