თბილისში საქართველოსა და კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნა

საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის ორგანიზებით,  საქართველოსა და კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნა.

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძემ, რომელმაც კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებით რწმუნებულ კიმ ინ ჰვანთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი შარვაშიძემ ისაუბრა საქართველოსა და კორეას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე მრავალი მიმართულებით. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, რაც მისი განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა.

გიორგი შარვაშიძემ ასევე ისაუბრა ხალხთაშორის ურთიერთობებზე და კულტურულ კავშირებზე. ამ კონტექსტში კმაყოფილებით აღინიშნა ორი კორეელი პროფესორის მიერ შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსნის” კორეულ ენაზე თარგმნა და გამოცემა.

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები